მეზღვაურთა უფლებების დაცვა



საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაცნობებთ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველა მეზღვაურს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.

გაწეული დახმარების მიზანია მეზღვაურთა დახმარება და მათი მძიმე პირობებში დასაქმების თავიდან აცილება შესაძლებლობის ფარგლებში. მნიშვნელოვანია დახმარების მიღება მანამ, სანამ წარმოიშობა პრობლემა, რაც საშუალებას იძლევა უმტკივნეულად მოგვარდეს შესაძლო გართულება.
სააგენტოს ბევრი მეზღვაური მომართავს დახმარების თხოვნით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში დაგვიანებით, ანუ როდესაც მათთვის არახელსაყრელი პირობებით გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია და პრობლემაც სახეზეა.

ასეთ დროს ძალიან რთულდება მეზღვაურთა დახმარება, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუძლებელია.

იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მეზღვაურთა უფლებების დარღვევა, სააგენტოში შეიქმნა ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მეზღვაურს გაეწევა სამართლებრივი კონსულტაცია მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 5 77 221623

ელ ფოსტა: consultancy@mta.gov.ge

მეზღვაურებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ნახონ შემდეგ ბლოგზეhttp://mtagovge.blogspot.com/p/faq.html ბლოგზე შეკითხვები სისტემატურად ახლდება მათი შეკითხვების გათვალისწინებით.

No comments:

Post a Comment