Tuesday, March 13, 2012

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისსახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურისდაბრუნების წესი და პირობები


    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომ – წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომსააგენტო) მიერ გაწეული სასერტიფიკაციო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის მომსახურების სამართლებრივი მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშეწყობა.
2. წესი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, ვადებს, საფასურების განაკვეთებს, მათი გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
) მომსახურება სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს საფასური უნდა გადაუხადოს;
) საფასური „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო თანხა.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში, საქართველოს საზღვაო კოდექსში, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონსა და დარგის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №1–1/290 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

    მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთებია:
ა) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:           
მე-7 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს –  600 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 680 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 760 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 800 აშშ დოლარი.
ბ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:                     
მე-7 სამუშაო დღეს – 280 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 470 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 510 აშშ დოლარი;
იმავე დღეს –  550 აშშ დოლარი.
გ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა:
მე-7 სამუშაო დღეს – 80 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 140 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 160 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 180 აშშ დოლარი;
იმავე დღეს –  190 აშშ დოლარი.
დ) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:        
მე-7 სამუშაო დღეს – 750 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 1,080 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 1,250 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 1,380 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 1,500 აშშ დოლარი.
ე) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:    
მე-7 სამუშაო დღეს – 480 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 720 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 830 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე –  920 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 960  აშშ დოლარი.
ვ) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად ვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა:                       
მე-7 სამუშაო დღეს – 180 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 260 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 330 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 350 აშშ დოლარი.
ზ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით.
მე-7 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 17 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 20 აშშ დოლარი.
თ) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით:            
მე-7 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 20 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 25 აშშ დოლარი;
იმავე დღეს –  30 აშშ დოლარი.
ი) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე სხვა სერტიფიკატების გაცემა:      
მე-7 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 17 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 20 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 30 აშშ დოლარი.
კ) სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე სხვა სერტიფიკატების გაცემა:
მე-7 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 25 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 30 აშშ დოლარი.
ლ) მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების სერტიფიკატის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 300 აშშ დოლარი.
მ) ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების სერტიფიკატის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 200 აშშ დოლარი.
ნ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:                  
მე-7 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 225 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 255 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 290 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 300 აშშ დოლარი.
ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:
მე-7 სამუშაო დღეს – 220 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 330 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 370 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 418 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 440 აშშ დოლარი.
პ) ამ მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ნ“ და „ო“ პუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა :
მე-3 სამუშაო დღეს  – 20 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 50 აშშ დოლარი.
ჟ) გაცემული კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა:
მე-3 სამუშაო დღეს  – 7 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 10 აშშ დოლარი.
1) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა:
მე-10 სამუშაო დღეს – 60 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს  – 100 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 115 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 170 აშშ დოლარი;
იმავე დღეს –  200 აშშ დოლარი.
2) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა:                
მე-10 სამუშაო დღეს – 120 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს  – 258 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 294 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 342 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 358 აშშ დოლარი’’.
3) მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის გაცემა – 5 აშშ დოლარი;
) ლოცმანის სერტიფიკატის გაცემა/ლოცმანის სერტიფიკატის ვადის გაგრძელება – კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 1,000  აშშ დოლარი.
) სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება/სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ვადის გაგრძელება – კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 5,000 აშშ დოლარი.
 ტ) საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის პირველადი გაცემის დაჩქარებული მომსახურება 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის:
მე-5 სამუშაო დღეს – 350 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე 500 აშშ დოლარი.
) საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის ყოველწლიური განახლების დაჩქარებული მომსახურება 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის: 
მე-5 სამუშაო დღეს – 150  აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 500  აშშ დოლარი.
ფ) 100 ტონის ქვემოთ მცურავი საშუალებების რეგისტრაციის დაჩქარებული მომსახურება:
მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 31 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 39 აშშ დოლარი.
ქ) გემის დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება გემისთვის, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას:
მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 500 აშშ დოლარი.
1) 100 რეგისტრულ ტონამდე გემების დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება, რომლებიც ახორციელებენ ნაოსნობას:
მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 31 აშშ დოლარი.
 ღ) გემის დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება გემისთვის, რომელიც არ ახორციელებს ნაოსნობას:
მე-5 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს 200 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 250 აშშ დოლარი.
1) 100 რეგისტრულ ტონამდე გემების დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება, რომლებიც არ ახორციელებენ ნაოსნობას:
მე-5 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 20 აშშ დოლარი.
 ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში/გემის სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანა:   
მე-10 სამუშაო დღეს – 70 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 90 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 150 აშშ დოლარი;
) გემის მესაკუთრის/სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა საბუთის გაცემა 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემებისათვის:   
მე-10 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 31 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 39  აშშ დოლარი.
) გემის მესაკუთრის/სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა საბუთის გაცემა 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებზე:   
მე-10 სამუშაო დღეს – 250  აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 400აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 470 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 500 აშშ დოლარი.
) გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან მოხსნის ამონაწერის გაცემა:
მე-10 სამუშაო დღეს – 200აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 300აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაოდღეს – 350აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 400 აშშ დოლარი.
) გემის უშიშროების საერთაშორისო მოწმობის გაცემა:   
მე-10 სამუშაო დღეს – 150აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 200აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 240 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 260 აშშ დოლარი.
) გემის უშიშროების გეგმის (SSP) დამტკიცება:   
30-ე სამუშაო დღეს   – 700  აშშ დოლარი;
მე-20 სამუშაო დღეს – 1,200აშშ დოლარი.
) გემის საკუთრების მოწმობის გაცემა:   
მე-10 სამუშაო დღეს – 200  აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 340 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 380აშშ დოლარი.
) ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის მოწმობის გაცემა:   
მე-10 სამუშაო დღეს – 100  აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 150აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 170 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 200 აშშ დოლარი.
) გემის მოწმობის/სერთიფიკატის გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პუნქტებით:   
მე-10 სამუშაო დღეს – 100აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 170  აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 200 აშშ დოლარი.
) გემის სერტიფიკატში/მოწმობაში გამონაკლისის (exemption) ჩანაწერის გაკეთება: 
მე-10 სამუშაო დღეს – 250აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 500აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 750აშშ დოლარი;
.1) იპოთეკის რეგისტრაცია გემებისათვის, რომელთა საერთო ტევადობა აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:   
მე-10 სამუშაო დღეს – 200  აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 350 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 400აშშ დოლარი.
.2) იპოთეკის რეგისტრაცია გემებისათვის, რომელთა საერთო ტევადობა არ აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:   
მე-10 სამუშაო დღეს – 20 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 70 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 90აშშ დოლარი.
.3) იპოთეკაზე ცნობის გაცემა:    
მე-10 სამუშაო დღეს – 50  აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 70 აშშ დოლარი;
24 საათისგასვლისთანავე – 80  აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 90 აშშ დოლარი.
.4) იპოთეკის რეგისტრაციიდან მოხსნა გემებისათვის, რომელთა საერთო ტევადობა აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:   
მე-10 სამუშაო დღეს – 100  აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 170აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 190აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 220აშშ დოლარი.
.5) იპოთეკის რეგისტრაციიდან მოხსნა გემებისათვის, რომელთა საერთო ტევადობა არ აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:   
მე-10 სამუშაო დღეს – 15  აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 60  აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 70აშშ დოლარი.
.6) სახომალდო რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა გემებისათვის, რომელთა საერთო ტევადობა აღემატება 100 რეგისტრულ ტონას– 150 აშშ დოლარი   
.7) სახომალდო რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა გემებისათვის, რომელთა საერთო ტევადობა არ აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:
მე-10 სამუშაო დღეს – 30 აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 40 აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;
24 საათში – 60 აშშ დოლარი.
.8) გემის რეგისტრაციის უწყვეტი ისტორიის მოწმობის გაცემა
მე-10 სამუშაო დღეს – 200  აშშ დოლარი;
მე-5 სამუშაო დღეს – 300აშშ დოლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 340აშშ დოლარი;
24 საათის გასვლისთანავე – 380 აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 400  აშშ დოლარი.
.9) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის კონვენციურ და არაკონვენციურ სერტიფიკატებთან/მოწმობებთან შესაბამისობის შეფასება ყოველწლიურად:   
100-10000 რეგისტრული ტონის მქონე გემისათვის  – 1,400  აშშ დოლარი;
10000-50000 რეგისტრული ტონის მქონე გემისათვის  2,400  აშშ დოლარი;
50000 და მეტი რეგისტრული ტონისგემისათვის – 3,400  აშშ დოლარი.
.10) გემების განმეორებითი შემოწმება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მიერ  – კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 500 აშშ დოლარი.
ჰ.11) იმ თევზსარეწი გემის ნავსადგურში შესვლა/გასვლის 30-დღიანი საშვის გაცემა, რომელიც არ ეწევა თევზჭერას და არ ტოვებს საქართველოს სანაპირო წყლებს – კანომდებლობით დადგენილ ვადაში – 100 აშშ დოლარი.
.12) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემების, გარდა თევზსაჭერი გემებისა, ნავსადგურში შესვლა/გასვლის 30 დღიანი საშვის გაცემა – კანომდებლობით დადგენილ ვადაში – 70 აშშ დოლარი.
.13) 180 რეგისტრულ ტონაზე მეტი თევზსაჭერი გემების ნავსადგურში შესვლა/გასვლის 30-დღიანი საშვის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 200 აშშ დოლარი.
.14) 180 და ნაკლები რეგისტრულ ტონაზე ნაკლები თევზსაჭერი გემების ნავსადგურში შესვლა/გასვლის  30-დღიანი საშვის გაცემა – კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 55 აშშ დოლარი.
ჰ.15) GEOREP სისტემაში მონაწილეობის საფასური, გარდა თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების, ასევე 100 ტონაზე ნაკლები გემებისა 150 აშშ დოლარი.
.16) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება:                       
სერტიფიკატის გაცემა განაცხადის შეტანიდან მე-40 დღეს – 4,000 აშშ დოლარი;
სერტიფიკატის გაცემა განაცხადის შეტანიდან 30-ე დღეს – 5,000 აშშ დოლარი;
სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 1,500 აშშ დოლარი;
სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 2,500 აშშ დოლარი;
შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების განახლება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 2,500 აშშ დოლარი;
შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 3,500 აშშ დოლარი.
17) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასწავლო კურსის/პროგრამის აღიარება:                
განცხადების შეტანიდან მე-20 დღეს – 200 აშშ დოლარი;
განცხადების შეტანიდან მე-10 დღეს – 400 აშშ დოლარი;
შეჩერებული აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლება განცხადების შეტანიდან მე-20 დღეს – 100   აშშ დოლარი;
შეჩერებული აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 150   აშშ დოლარი;
აღიარების სერტიფიკატში ცვლილების შეტანა – 150 აშშ დოლარი.
ჰ.18) სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი გემის საქართველოს ნავსადგურში შესვლა-გასვლის გაფორმება:   
100-1000GRT – 160 აშშ დოლარი;
1001-5000GRT – 290  აშშ დოლარი;
5001-15000 GRT – 470 აშშ დოლარი;
15001 < GRT – 600აშშ დოლარი;
ჰ.19) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე უწყვეტი მონიტორინგი ყოველი გემისთვის, რომელსაც სალოცმანო სამსახურმა გაუწია მომსახურება: 
<5000 GRT გემისთვის – 38  აშშ დოლარი;
5001-20000 GRT გემისთვის – 150 აშშ დოლარი;
20000 < GRT გემისთვის– 450აშშ დოლარი;
ჰ.20) განმეორებითი დოკუმენტების/დუბლიკატის გაცემა:   
24 საათის გასვლისთანავე – 40  აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 50აშშ დოლარი.
ჰ.21) დოკუმენტების დამოწმებული ასლის გაცემა:   
24 საათის გასვლისთანავე – 10  აშშ დოლარი;
იმავე დღეს – 20აშშ დოლარი.
ჰ.22) GEOREP – სისტემაში180 ტონაზე მეტი თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების მონაწილეობის 30 დღიანისაფასური 150 აშშ დოლარი;
ჰ.23) GEOREP – სისტემაში180 ტონაზე ნაკლები თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების მონაწილეობის 30-დღიანი საფასური 55 აშშ დოლარი.
24) 100 ტონის ქვემოთ ზომის გემებისათვის თვიური მოსაკრებელი 55 დოლარი, თუ სარგებლობს ჯეორეპის მომსახურებით.
25) სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მომსახურება:
განცხადების წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში – 1500 აშშ დოლარი;
განცხადების წარდგენიდა 30 დღის განმავლობაში – 2000 აშშ დოლარი.
26) შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგის საფასური – წლიურად 3000 აშშ დოლარი (გადახდა უნდა სამედიცინო დაწესებულების შერჩევიდან 60 დღის განმავლობაში და/ან ყოველი კანდრული წლის პირველი 60 დღის განმავლობაში.)’’.
27) სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდაზე მეორედ გასვლა 20 აშშ დოლარი. ყოველ მომდევნო გამოცდაზე გასვლის საფასური გაიზრდება 10 აშშ დოლარით.
11) ამ მუხლის პირველი პუნქტის ჰ19 ქვეპუნქტის მიზნებისათვის მომსახურებად ჩაითვლება საქართველოს ნავსადგურში შემოსვლის, ნავსადგურის შიგნით გადაადგილების და ნავსადგურიდან გასვლა, როგორც ერთიანი მომსახურება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ტ”, „უ”, „ქ“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ6ქვეპუნქტებით განსაზღვრულსაფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება რეგისტრაციის წელს აშენებულ გემების პირველად რეგისტრაციაზე, ასევე 5 წლამდე ასაკის გემებზე; საფასურის განაკვეთი შემცირდება 75%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 5-დან 10 ლამდე ან 50%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 11-დან 15 წლამდე. თუ გემი არის 16-დან 20 წლამდე მაშინ საფასური დარჩება უცვლელი. 21-დან 25 წლამდე გემებზე საფასურის განაკვეთი გაიზრდება 50%-ით, ხოლო ყველა ის გემი, რომლის ასაკიც აღემატება 26 წელს, განაკვეთი გაიზრდება 75%-ით.
3. საფასურის ოდენობა განსაზღვრულია აშშ დოლარებში, ხოლო ანგარიშსწორება წარმოებს ლარებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშწორების დღისათვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გაუთვალისწინებელი საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
5. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით.
6. მომსახურების ვადების ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად, გარდა იმ მომსახურებისა, რომლის გაწევაც უნდა მოხდეს განცხადების რეგისტრაციის დღეს ან განცხადების რეგისტრაციის დღიდან 24 საათის გასვლისთანავე. ასეთ შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება განცხადების რეგისტრაციის დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
7. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2215 - ვებგვერდი, 28.10.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2011 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №1-1/2246 - ვებგვერდი, 02.11.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1-1/2767 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №1–1/290 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

    მუხლი 4. საფასურის გადახდის წესი
1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით.
2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა საჯარო დაწესებულებისა, რომელიც უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 21. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მომსახურების მიღების შემდეგ ათი სამუშაო დღის განმავლობაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, თუ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის უზრუნველსაყოფად პირი წარმოადგენს საბანკო გარანტიას 10000.00 აშშ დოლარის ოდენობით. საბანკო გარანტია ფორმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1-1/2767 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

    მუხლი 5. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს ნაწილობრივ დაუბრუნდება საფასური, ანუ სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის და საბანკო მომსახურების საკომისიოს გათვალისწინებით.
2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე წერილობითი ფორმით.
3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4. საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

No comments:

Post a Comment