Friday, February 24, 2012

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემაში მიმდინარე რეფორმა


სააგენტოს ვრცელი პასუხი:

ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) რეკომენდაციით ევროკავშირის კომისიამ 2010 წლის ნოემბერში შეაჩერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი ქართული დიპლომების აღიარება, რამაც მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა ქართველი მეზღვაურების დასაქმებას და მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების არსებული სისტემის ეფექტურობას და საქართველოში მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების არსებული სისტემის შემდგომი რეფორმირების აუცილებლობა წარმოშვა. რეფორმის ეფექტური განხორციელებისათვის კი უპირველესად მეზღვაურთა განათლებისა და მომზადების თაობაზე მოქმედი საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა და მისი  საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა იყო. ეს ყველაფერი იმისათვის, რათა საქართველოში მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის სრულყოფას, მეზღვაურთა მომზადების საერთაშორისოდ აღიარებული სისტემის დანერგვასა და განხორციელებას, მეზღვაურთა მომზადების თაობაზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატების შემდგომ საერთაშორისო აღიარებას, ქართველ მეზღვაურთა დასაქმებასა და მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას. აღნიშნული საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ კონვენციაში (STCW) 2010 წელს განხორციელებული მანილას ცვლილებების მიღების შემდეგ, ვინაიდან აღნიშნულმა ცვლილებებმა ახალი სტანდარტი შემოიღო მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემაში.

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ ახლად მიღებული საქართველოს კანონის  თანახმად, განხორციელდა საქართველოში მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის საკანონმდებლო საფუძვლების სრულყოფა, მათი მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ კონვენციისა და STCW კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა და აღნიშნული საერთაშორისო აქტების (მათ შორის მანილას 2010 წლის ცვლილებების) მოთხოვნების იმპლემენტაცია, მეზღვაურთა კომპლექსური და ყოვლისმომცველი მომზადების სისტემის, მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური სწავლებისა და პერიოდული გადამზადების პირობების შექმნა, მეზღვაურთა მომზადების განმახორციელებელი სასწავლო დაწესებულებების ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფა და მათზე ზედამხედველობის სისტემის ფორმირება, მეზღვაურთა მომზადების თაობაზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატების საერთაშორისო აღიარებისა და სათანადო სარგებლობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
კანონით განისაზღვრება საქართველოში მეზღვაურთა მიერ განათლების მიღებისა და მათი სერტიფიცირების წესი და პირობები, მეზღვაურთა ცალკეული კატეგორიის მიერ მისაღები სერტაფიკატის სახეობები, შესაბამისი სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მეზღვაურთა სწავლებასა და მომზადებაზე უფლებამოსილი საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები, მათი ფუნქციონირებისა და აღიარების პირობები, ასევე სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სფეროში.
მთავარი სიახლეა STCW კონვენციაში შეტანილი  ცვლილებების (მანილას შესწორებების) გათვალისწინება მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სფეროში და იმ ნოვაციების დანერგვის ხელშეწყობა, რასაც აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა. კერძოდ, კანონის მიხედვით, STCW კონვენციაში შეტანილი  ცვლილებების შესაბამისად, გათვალისწინებულია მეზღვაურთა კომპეტენციისა და ცოდნის დონის დადასტურება სრულიად ახალი სახის სერტიფიკატით - კვალიფიკაციის სერტიფიკატით (CERTIFICATE OF PROFFICENCY), ასევე გათვალისწინებულია აღნიშნული სერტიფიკატის მიღებისა და განახლებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ კანონით საქართველოში მეზღვაურთა სწავლებასა და მომზადებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია შესაბამისობაში მოდის STCW კონვენციაში შეტანილ  ცვლილებებთან და კანონი შეიცავს შესაბამისი ცნებებისა და ტერმინების განმარტებას.
კანონი შეეხება შემდგ უმნიშვნელოვანეს საკითხებს:
1. მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს მეზღვაურთა ცალკეული კატეგორიის მიერ მისაღები სერტიფიკატების სახეობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიკატების მისაღებად საჭირო  გამოცდების ორგანიზების წესს, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატების დადასტურებისა და აღიარების წესს, სერტიფიკატების განახლების პირობებს.
2. სხვადასხვა ტევადობისა და სიმძლავრის გემის მეზღვაურთა ცალკეული კატეგორიისათვის (კაპიტანი, ოფიცერი, რადიო-ოპერატორი, ელექტრო-ტექნიკოსი, რიგითები და სხვა) შესაბამისი სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სერტიფიკატის მიღებისათვის შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების წესი.
3. მეზღვაურთა სწავლების, წვრთნისა და მომზადების პირობებს, ასევე ცალკეული სახეობის გემების (სამგზავრო, ნავთობმზიდი, ქიმმზიდი, თხევად აირმზიდი და სხვა) ეკიპაჟისათვის დამატებით სავალდებულო მოთხოვნებსა და შესაბამისი სერტიფიკატების მიღების პირობებს.
4. მეზღვაურთა სწავლებისა და მომზადების განმახორციელებელ საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებს, მათ ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობებს, მათი აღიარებისა და მათ საქმიანობაზე პერიოდული  მონიტორინგის სისტემას, ასევე საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ არსებულ მოთხოვნებს.
5. საზღვაო სფეროში სამედიცინო სტანდარტების დადგენის, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და პერიოდული გადამოწმების წესი. მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის გაცემის წესი და პირობები, ასევე მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი სამედიცინო ცენტრების საქმიანობის, მათი შერჩევისა და პერიოდული მონიტორინგის პირობები.    
6. გემთმფლობელი კომპანიის ვალდებულებებს, რათა მათ უზრუნველყონ გემის ეკიპაჟის დაკომპლექტება სათანადო კომპეტენციისა და მომზადების მქონე მეზღვაურებისაგან, ასევე მათ ვალდებულებებს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის ქონისა და გემის ეკიპაჟის აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად დაკომპლექტების შესახებ.
7. მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემასა და ხარისხის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობის წესს, სსიპ “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებებს აღნიშნული თვალსაზრისით, სერტიფიკატების გაყალბებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების საკითხებს, ნავსადგურების სახელმწიფო კონტროლის პირობებს, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენის პერიოდულობას.  

Saturday, February 18, 2012

რა შეზღუდვები შეუძლია ქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელებს?



რა შეზღუდვები შეუძლია ქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელებს?

·         იხ. საქართველოს კანონი: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ.

პროგრამა CES 4.1 –ს შეძენა



სად შეიძლება პროგრამა CES 4.1 – შეძენა?

·         WWW. SEAGULL. NO აღნიშნულ საიტზე

ტესტირება და გასაუბრება



რომელ სამუშაო დღეებში ტარდება ტესტირება და გასაუბრება?

·         ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ტესტირება;
·         სამშაბათი, ხუთშაბათი გასაუბრება.

ნაოსნობის სტაჟი



რამდენ თვიანი დადასტურების ნაოსნობის სტაჟი არის საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად?

·         იხ. საქართველოს კანონი: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ.

კვალიფიკაციის და კომპეტენციის სერტიფიკატის ნამდვილობა



როგორ შეიძლება დავადასტუროთ კვალიფიკაციის და კომპეტენციის სერტიფიკატის ნამდვილობა?

·         საზღვაო საკრუინგო კრუინგების მოთხოვნების და მეზღვაურთა პირადი განცხადების საფუძველზე.

CES-4.1 -ის ახალი ვერსია



იცვლება თუ არა CES-4.1 -ის ახალი ვერსია?

·         CES-4.1 ის ახალი ონლაინ ვერსია დაგეგმილია 2012 წლის მარტის ბოლოსთვის.

საბანკო მომსახურება



რომელ ბანკთან თანამშრომლობთ?

·         საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თანამშრომლობს სს საქართველოს ბანკთან.

EMSA და ქართული დიპლომების აღიარება


როდის მოგვცემს აღიარებას EMSA?

·         საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მჭიდროდ მუშაობსEMSAთან და დაახლოებით 2012 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია კომისიის ჩამოსვლა.

საფასურები



რა საფასურები არის გაწერილი მეზღვაურთა მომსახურებისათვის?

·         იხ. ბრძანება: საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურეობის სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

რომელ თანამდებობებს ეხება გასაუბრება



 რომელ თანამდებობებს ეხება გასაუბრება?

·         გასაუბრება ეხება იმ მეზღვაურებს რომლებიც იმაღლებენ კომპეტენციას.

საკვალიფიკაციო გამოცდის გამსვლელი ქულები



საკვალიფიკაციო გამოცდის გამსვლელი ქულები?

·         კაპიტანი – 75 %;
·         უფროსი მექანიკოსი – 75%;
·         უფროსი თანაშემწე – 70%;
·         მეორე მექანიკოსი – 70%;
·         სავახტო თანაშემწე – 60%;
·         სავახტო მექანიკოსი –60%;
·         ელექტროტექნიკოს ოფიცერი – 60%;
·         სანავიგაციო ვახტის რიგითი–55%;
·         სამანქანე ვახტის რიგითი– 55%;
·         მატროსი – 55%;
·         მოტორისტი–55%;
·         ბოცმანი – 55%;
·         დონკერმანი – 55%;
·         მზარეული – 55%;
·         ხარატი – 55%;