Monday, March 12, 2012

ვალდებულია თუ არა მეზღვაური აიღოს ახალი წიგნაკი?



2013 წლის 1 მარტიდან ძალას კარგავს საქართველოში გაცემული ყველა მეზღვაურის წიგნაკი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს  სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის მიერ 2012 წლის 16 იანვარს  გამოცემულ N001 ბრძანებას „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ შესახებ. შესაბამისად ყოველი მეზღვაური ვალდებულია ამ დროსათვის აიღოს ახალი წიგნაკი. ხოლო მეზღვაურებს, რომლებიც 2013 წლის 1 მარტს იქნებიან ნაოსნობაში, მათ მეზღვაურის წიგნაკების მოქმედების ვადა გაუგრძელდებათ ნაოსნობის დასრულებამდე. 

No comments:

Post a Comment